სამუსიკო სკოლის პედაგოგების აქცია სიღნაღში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხუთი სამუსიკო სკოლის პედაგოგები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი სიღნაღის მერიასთან შეიკრიბნენ.

პედაგოგები ამბობენ, რომ სიღნაღის მერის სამივლინებო ხარჯები 20 ათასი ლარით გაიზარდა, მათ კი, ერთი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ. სიღნაღის მერი გოგი გოგილაშვილი განმარტავს, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა და დავალიანების გასასტუმრებლად აქტიურად მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, მაისში კუთვნილი ხელფასი სამუსიკო სკოლის პედაგოგების გარდა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურისა და აიპის თანამშრომელს არ მიუღია, რაც ჯამში 200 ათას ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი