საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მისი მიზანი საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების ევროპული გამოცდილების შესწავლა იყო. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ევროკონტროლის ექსპერტებმა მოინახულეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ცენტრი და საოპერაციო ოფისი. 2026 წლიდან საერთაშორისო აეროპორტებს გამტარუნარიანობის პერიოდული შეფასების ვალდებულება აქვთ.