სამუშაო ვიზიტი იტალიაში

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის, გიორგი აფხაზის ახლად აღმოჩენილი საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს ქართველი დიპლომატის ხსოვნას. გიორგი აფხაზის საფლავის განახლება იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა. საფლავი ქართველი ისტორიკოსის, გიორგი კალანდიას 2018-2019 წლის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ გამარჯვებულის, ნენო გაბელიას ძალისხმევით მოიძიეს.

დატოვე კომენტარი