სამუშაო ვიზიტი ჩინეთში

12:16, 30.10.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმში. მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მის პრევენციასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ვიცე-გუბერნატორთან და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, რომელიც საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს.

მსგავსი