სამუშაო შეხვედრები რეგიონში

შინაგან საქმეთა მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს შეხვდა და მათგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.  მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფსაც ეწვია, სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.