სამუშაო შეხვედრა თბილისის საკრებულოში

15:25, 09.07.2025

საქართველოს განათლებისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის ვიცე-მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.

 

 

მსგავსი