სამუშაო შეხვედრა რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან

რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.  ამჯერად აუდიენცია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონის წარმომადგენლებთან შედგა.

განიხილეს არსებული სკოლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც უფრო აქტიურს ხდის თანამშრომლობას და ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას სამინისტროს, რესურსცენტრებსა და სკოლებს შორის.