სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი რეგიონში ფერმერებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების გაცნობა იყო. პრაქტიკული რეკომენდაციები ფერმერებს ახალი ვენახების სწორად გაშენების, მათი ეფექტიანი მოვლისა და ხარისხიანი მოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. სამუშაო შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეც დაესწრო, რომელმაც ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მონაწილეებმა ჯიღაურას საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს, სადაც ქართული ვაზის გენეტიკური რესურსია დაცული. გაიმართა ღვინის დეგუსტაციაც.