სამუშაო შეხვედრა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით

ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აუდიენციას სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  შეხვედრა შსს ინიციატივით შედგა. უწყებამ მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით არსებული ვითარების, ასევე, იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებისა და აღმოფხვრის შესახებ უწყების ხედვა გააცნეს.