სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციის კომისიაში

15:28, 17.09.2026

კომუნიკაციის კომისიასა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ფორმალურ განათლებაში მისი ინტეგრირების შედეგები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ComCom-მა, UNICEF-თან და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო. შედეგად, 2025 წელს მედიაწიგნიერება უკვე 300-მდე სკოლაში ისწავლებოდა, რომელთა 90%-ზე მეტი რეგიონებშია, 2 600 მასწავლებელი კი – გადამზადებულია.

მსგავსი