სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განსახილველი თემა მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები იყო. სამუშაო ჯგუფის ფორმატში მხარეებმა პაციენტების ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც იმსჯელეს. უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრები გაგრძელდება.