სამუშაო შეხვედრა გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. კომიტეტმა იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა. სამუშაო შეხვედრის ძირითადი ნაწილი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შესახებ არქიტექტორ-რესტავრატორების მოსაზრებების მოსმენას დაეთმო.

მოამბე