შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარაში სამუშაო შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან რეგიონში არსებული ვითარებაზე ისაუბრა. განიხილეს ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხებიც. აღინიშნა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი განახლდა და 30-ზე მეტი ახალი ავტომობილი დაემატა. მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო სივრცეები, ასევე, აღჭურვილობა დაათვალიერა. სულხან თამაზაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც უწყების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს უზრუნველყოფენ.