სამუშაო შეხვედრა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს. მთავარი თემაა ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობები. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ფაქტორინგის განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, ასევე, სექტორის ხელშემწყობი მარეგულირებელი, ფინანსური და ტექნოლოგიური მექანიზმები.