სამუშაო შეხვედრა
გაერო-ს თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით, იმერეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიზანი რეგიონში არსებული გამოწვევების, განვითარების პრიორიტეტებისა და მოსახლეობის საჭიროებების განხილვა იყო. შედეგად უნდა დაინერგოს შედეგზე ორიენტირებული ინიციატივები. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური განვითარების, განათლების, სოციალური დაცვის, გარემოს დაცვის, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკითხებს. ასევე აღინიშნა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებსა და მუნიციპალიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.