რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ საირიგაციო წყლის ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სუბსიდირების ახალ სქემას, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერასა და აგროსექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დისკუსია სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მელიორაციის გენერალური დირექტორის ჩართულობით წარიმართა.
მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად დანერგვისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებზე. განიხილეს სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მზაობა, წყლის რესურსების მართვა და რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა.