სამუშაო შეხვედრა
თელავში ნარჩენების მდგრადი მართვისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განიხილეს რეგიონში თანამედროვე მიდგომების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. წარადგინეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანია რომლის განხორციელება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.