სამუშაო შეხვედრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გეკა გელაძეს დეპარტამენტის დირექტორმა ქვედანაყოფის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები გააცნო. თავის მხრივ, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ქვედანაყოფის სამუზეუმო სივრცეში სტენდები დაათვალიერა. მოსწავლეები საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კამპანია „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომლის მიზანი მოზარდებისთვის სამართალდამცველთა საქმიანობის გაცნობა და პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაციაა.