როგორ უნდა გაუმჯობესდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობა. ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც Google-ის რეგიონული პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა. დისკუსიაში საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაუმჯობესების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე განიხილეს ამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები.