სამუშაო შეხვედრა
ცესკო-ს ორგანიზებით, საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ცვლილებები კანონმდებლობაში, ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგები, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებიც კენჭისყრის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინოვაციური გზით წარმართვას უკავშირდება. მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ.