სამუშაო შეხვედრა
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავენ. საუბარი შეეხება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონებს. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.