აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდის მერთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში. ლაშა ქარდავა მერთან ერთად სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ზუგდიდის ფილიალსაც ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა 2025 წლის გეგმებსა და საერთო პროექტებზე.