სამუშაო ჯგუფის შექმნა

პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის, UNESCO-ს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს. სოფლის მეურნეობის კომიტეტის მიმართვა, სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, დღეს ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის კომიტეტმა წარმატებით იმუშავა ხორბლის და პურის ცხობის ტრადიციის, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაზე წარსადგენად და დღეს უკვე დადასტურებულია, რომ საქართველო ვაზთან ერთად, ხორბლის სამშობლოცაა.

პაპუაშვილმა დაინტერესებულ დეპუტატებს, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მიღებას, ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდი – მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდში შეძლებს.