სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

 პარლამენტში ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის საგანი იყო რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს კანონის მიღებას, რითაც ქართველი მოსამართლეები პრაქტიკულად გაითვალისწინებენ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკვე არსებობს კანონის პროექტის გარკვეული მონახაზი.

ჯგუფის წევრები ძირითად მიმართულებებზე თანხმდებიან. შეხვედრას ესწრებოდა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი. მისი განცხადებით, ქართველი მოსამართლეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს აქტიურად იყენებენ და საკანონმდებლო ცვლილებებით მოსამართლეებისთვის ეს არ უნდა გახდეს სავალდებულო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც მონაწილეობდა.