სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

პარლამენტში ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსიის საგანია რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს ისეთი კანონის მიღებას, რითაც ქართველი მოსამართლეები პრაქტიკულად გაითვალისწინებენ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, რომელიც სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დასაბუთება და იურისპრუდენცია არის ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის უფლებების დადგენის თვალსაზრისით და ამ საკითხებში ქართველი იურისტები რაც უფრო მეტად იქნებიან გაცნობიერებული, მით უკეთესია. სამუშაო ჯგუფში ჩართულია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.