სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე - აქცია პარლამენტთან

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს და სამუშაო ადგილებზე დაღუპულ მოქალაქეებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა არსებული შრომითი კანონმდებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. პროფკავშირების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე, სამუშაო ადგილებზე 473 ადამიანი დაიღუპა.