სამტომეული „ტაო-კლარჯეთის ციხესიმაგრეები“

ტაო-კლარჯეთში მდებარე 80-მდე ციხე-სიმაგრის ისტორია ერთ წიგნად გაერთიანდა.

სამტომეულის გამოცემას წინ პროექტის მონაწილეთა საველე ექსპედიციები უძღოდა, რა დროსაც მნიშვნელოვანი მასალები მოიძიეს და უკვე არსებულ სამეცნიერო წყაროებთან და ლიტერატურასთან შეაჯამეს. სტატიათა კრებული ფუნდამენტურ კვლევას წარმოადგენს და ტაო-კლარჯეთის საფორტიფიკაციო ნაგებობების შესწავლის პირველი ცდაა.