სამთო მომზადების სწავლება წვევამდელებისთვის

წვევამდელებმა საჩხერეში სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს.

სამთო აღჭურვილობას, მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში გაეცნენ. სასწავლო უბნებზე წვევამდელებმა ხელოვნურ კლდეზე ცოცვა, სიმაღლიდან დაშვება და საბაზისო კვანძების გამოყენება შეისწავლეს. მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელები, აღმოსავლეთ სარდლობის  შემადგენლობაში 6 თვის მანძილზე ყოველდღიურად მსახურობენ.