სამთო მომზადების სკოლა საჩხერეში

12:13, 17.02.2018

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 12 წლისაა.

პირად შემადგენლობას ეს თარიღი შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა მიულოცა. მან სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა და სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა. ოფიციალური ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. უწყებრივი მედლებით ხუთი, ხოლო სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით კი ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.

სკოლა მსმენელებს საერთაშორისო კურსების ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის შექმნილი.

ბაზაზე, სადაც ამჟამად საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მდებარეობს, 1991 წლის 1 ივლისს მე-16 სამთო ბატალიონი დაარსდა.

მას საფუძველი საქართველოს ეროვნულმა გმირმა ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა.

მსგავსი