სამთო მომზადების კურსი საჩხერეში

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს.

კურსში 9 ქვეყნიდან 40 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის არიან სამხედროები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან და უკრაინიდან. სწავლების მონაწილეები პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან და სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვების, სამთო კვანძების გამოყენებისა და მდინარის გადალახვის ტექნიკას ეუფლებიან.

ზაფხულის საბაზისო კურსი 16 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება.