სამთავრობო კრიზისი იტალიაში

2 თვიანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს იტალიაში.

4 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიები მთავრობის ფორმირებას კვლავ ვერ ახერხებენ. სამთავრობო კოალიციის ფორმირება ჯერჯერობით ბუნდოვანი პერსპექტივაა, იტალიის პრეზიდენტი ე.წ. „ნეიტრალური მთავრობის“ ფორმირების ინიციატივით გამოდის. პარტიები იტალიის პოლიტიკური ცხოვრებისთვის უჩვეულოდ, ახალი არჩევნების დანიშვნას ზაფხულში ითხოვენ.