სამთავრობო კომპლექსის მშენებლობა

აჭარაში ერთიანი სამთავრობო სახლის პროექტი განხორციელდება.

ერთ შენობაში 4 სამინისტრო და მთავრობის ყველა საქვეუწყებო ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს. ცალკე დარჩება მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარტი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ერთიანი სამთავრობო სახლი მოსახლეობას საშუალებას მისცემს ყველა საჭირო მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ  სივრცეში მიიღოს. არასამთავრობო სექტორს კი შეკითხვები პროექტის ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით აქვს. სამოქალაქო სექტორი თვლის რომ შენობის პროექტისთვის ნახევარი მილიონი ლარის გამოყოფამდე, ხელისფლებას შესაბამისი ფინანსური გათვლები უნდა გაეკეთებინა.

როგორია აჭარის მთავრობის არგუმენტები – მერაბ წულუკიძე დეტალებით.