სამთავრობო კომისიის სხდომა

პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის პირველადი არქიტექტურული ესკიზი და საპრეზენტაციო მასალა წარუდგინეს.
ღონისძიება ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში გაიმართა. დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები.