საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაური ახლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრს, ლი ციანს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ხვდება. გაფორმდება მემორანდუმი და გაკეთდება ერთობლივი განცხადება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ჩინეთში, პრემიერ-მინისტრის მიწვევით იმყოფება, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.