სამთავრობო ცვლილებები - შეფასებები

მამუკა ბახტაძის გუნდის შემადგენლობამ პოლიტიკურ წრეებში აზრი ორად გაყო.

მმართველი გუნდი პრემიერის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატებით კმაყოფილია. ეკონომიკური გუნდის განახლებით საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის სწრაფად დაძლევას და ეფექტიან რეფორმებს პროგნოზირებს.

ახალი სახეების გარდა მთავრობის ძველი შემადგენლობის მიმართაც პრეტენზიები აქვს ოპოზიციას. ოპონენტების ყველაზე მწვავე კრიტიკის სამიზნედ კვლავ თეა წულუკიანი რჩება.

მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტი ხვალიდან მოუსმენს.

კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში შეხვედრები დილიდან დაიწყება.