სამთავრობო ცვლილებები

პირველი საკადრო ცვლილება განახლებულ მინისტრთა კაბინეტში.
ზურა ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მაია ცქიტიშვილი ცვლის. 2012 წლიდან ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეცვლის უკვე მეექვსე შემთხვევაა.

თავად პრემიერი თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ წასვლას კიდევ რამდენიმე წელი არ გეგმავს.

რატომ შეიცვალა რეგიონული განვითარების მინისტრი დანიშვნიდან წელიწადნახევარში – თანამდებობის დატოვების ოფიციალური მიზეზი ოპოზიციისთვის არადამაჯერებელია. ოპონენტებს საკუთარი ვერსიები აქვთ.