სამთავრობო აგარაკების პრივატიზება

გაასხვისებს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონ ლარს აჭარბებს.

საუბარია წყნეთში მდებარე 11 სამთავრობო აგარაკზე, რომელთა პრივატიზაცია ჯერ კიდევ 2012 წელს გადაწყდა. ამის მიუხედავად, ქონება ამ დრომდე ისევ სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. ამჟამად აგარაკები ქირავდება, თუმცა სახელმწიფოს მიერ მოვლა-პატრონობისთვის გაღებული ხარჯი შემოსავალს აჭარბებს.

თემის დეტალებს სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა.