სამსუნის ქართული კულტურის საზოგადოების დაარსება
თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნში „სამსუნის ქართული კულტურის საზოგადოების“ დაარსების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, შავი ზღვის რეგიონში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები, ასევე ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები სამსუნის გუბერნატორთან და სამსუნის მერთან, ქ. უნიეს მერთან და გამგებელთან, აგრეთვე, სამსუნისა და ორდუს რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორული საზოგადოების ხელმძღვანელებთან.