სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

რუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

პროცესზე მოსამართლე განმეორებით დაინტერესდა, უნდოდა თუ არა ბრალდებულს, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, რაზეც გიორგი ჭანტურიამ პასუხი ვერ გასცა.

მოსამართლემ სხდომა 17 ოქტომბრამდე გადადო. მისი განმარტებით, თუ ბრალდებული პოზიციას შემდეგ სხდომაზეც არ დააფიქსირებს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი ავტომატურად დაიწყება.

დაცვის მხარე მოსამართლისგან დღეს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებას ითხოვდა. ბექა ბასილაიას განმარტებით, აღნიშნული სასამართლო არაუფლებამოსილია.