სამშვილდეს ციხე-ქალაქი
„სამშვილდე ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარია კავკასიაში და გამორჩეულია არქიტექტურით, რელიეფით, თვითმყოფადი და ძალიან საინტერესო აგებულებით. არქეოლოგიით დაინტერესებულთათვის კი ის ნამდვილი საჩუქარია. მდინარეებს შორის ბუნებრივად ამოზრდილი კონცხი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III ათასწლეულებში ყოფილა დასახლებული. სამშვილდის ხანგრძლივ ისტორიას ყვებიან როგორც მიწისზედა, ისე არქეოლოგიურ შრეებში დარჩენილი ძეგლები. ციხის მიმდებარედ არაერთი საყურადღებო ნივთი და არტეფაქტია აღმოჩენილი. მათ შორის — ხის ყუთი XII-XIII საუკუნეების მონეტებით, ზოდებითა და ფულადი ემისიისთვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტებით, რაც ნაქალაქარში ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს. სამშვილდეში არაერთი ნაგებობის ნანგრევებია შემორჩენილი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი საეპისკოპოსო ტაძარი — სამშვილდის სიონია. ანა მასხარაშვილისა და ვახტანგ ლეკიაშვილის რეპორტაჟი თეთრიწყაროდან.
ანა მასხარაშვილის და ვახტანგ ლეკიაშვილის რეპორტაჟი თეთრიწყაროდან #მოამბერეგიონები