უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმების ორი სხვადასხვა ვერსია – ამერიკული დოკუმენტის პროექტის საპასუხოდ ევროპელმა ლიდერებმა უკრაინასთან შეთანხმებით საკუთარი გეგმა მოამზადეს. მთავარი სადავო თემებია ტერიტორიულ საკითხებთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული პუნქტები. ევროპის მიერ შემუშავებული წინადადებებისგან გასხვავებით, ტრამპის გეგმაში ნახსენები არ არის უკრაინაში მეგობრული უცხოური ძალების ყოფნა, მითითებულია მხოლოდ გარანტორი ქვეყნების მიერ ევროპული და არაევროპული სახელმწიფოების ჩართულობით სპეციალური ჯგუფის შექმნა. გასხვავებული ფორმულირებებია გამოყენებული სანქციებზეც. ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებას არ შეეცდება. სწორედ ნატოში წევრობის სურვილს ასახელებს ომის დაწყების მიზეზად ამერიკის პრეზიდენტი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, სადაც ის საომარი მოქმედებების დასრულების კონკრეტულ გეგმაზეც საუბრობს. შეძლებენ თუ არა მხარეები სადავო პუნქტებზე პოზიციების შეჯერებას – ვაშინგტონი დიპლომატიურ ძალისხმევას სულ უფრო ააქტიურებს: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ისევ მოსკოვშია. ამერიკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ იტალიაში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდეს.