სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნა

18:40, 17.09.2026

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის მიზანია აკადემიური რესურსების მობილიზება, სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ახალი სივრცე რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგსა და კონფლიქტების კვლევას დაეთმობა. ცენტრის ბაზაზე დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო დისკუსიების ორგანიზება.

მსგავსი