სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში თითქმის ხუთას დღიანი საომარი მოქმედებების დასრულების შესაძლებლობა ჩნდება.

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, „ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების პროექტს დათანხმდა. ყველა ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და სავარაუდოდ უახლოეს საათებში და დღეებში შეთანხმება მიღწეული იქნება. დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელსაც ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლები ესწრებიან, კატარის, ეგვიპტისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით იმართება. შეთანხმება სამი ფაზისგან შედგება. ის ტყვეების გათავისუფლებას, ჯარების გაყვანას და სხვადასხვა რეგიონიდან დევნილი ადამიანების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებას ითვალისწინებს.