სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთში

ორი დღე რჩება ისტორიული შეთანხმების ამოქმედებამდე.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაამტკიცა აშშ-ს, ყატარის და ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ზავი, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებას გულისხმობს. სამეტაპიანი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ღაზის სექტორი კიდევ ერთხელ დაიბომბა. პირველ ეტაპზე ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრების გამოშვება, ანკლავის ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგება და მოლაპარაკებები ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზების მოსაძებნად – ასეთი პირობები აქვს შეთანხმებას, რომელსაც ისრაელის მთავრობაში და მოქალაქეებს შორის მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.