სამშვიდობო შეთანხმება ერევანსა და ბაქოს შორის

15:33, 11.07.2025

ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დეკემბერში მოეწერება ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ერევანმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გაავრცელა, აზერბაიჯანულმა მედიამ დეტალები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, სამშვიდობო ხელშეკრულება პარაფირებულია და მხარეებმა ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. სომხური მედიის თანახმად, სწორედ ამას ისახავდა მიზნად სომხეთში ფაშინიანის სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, კერძოდ, „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“, იგივე „დაშნაკცუთიუნის“ წევრების დაპატიმრებები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებები აბუ დაბიში, 10 ივლისს გამართეს.

მსგავსი