ისტორიული შეთანხმება წლის და ოთხი თვის შემდეგ.
ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ყატარის, აშშ-ის და ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ზავის მიხედვით, პროცესი სამეტაპიანი იქნება. პირველი ეტაპი ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტას და „ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნაწილის გამოშვებას გულისხმობს. შეთანხმება 19 იანვარს უნდა შევიდეს ძალაში. ის ამ წუთამდე არ არის ისრაელის ხელისუფლების მხრიდან დამტკიცებული. მიზეზად ნეთანიაჰუს კაბინეტი „ჰამასის“ მიერ წაყენებულ ახალ მოთხოვნებს ასახელებს.
ემუქრება თუ არა შეთანხმებას ჩაშლა – ეჭვებს და კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ზავის მიღწევიდან რამდენიმე საათში ღაზის სექტორი ისევ დაიბომბა.