უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-სგან მიიღეს შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებების პოტენციურ ახალ ფორმატზე, სადაც უკრაინის, რუსეთის, შტატებისა და ევროპის წარმომადგენლები მოიაზრებიან. ზელენსკის თქმით, ამ საკითხს ის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარესა და დელეგაციის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვთან განიხილავს.