სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით თბილისში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები ჯერ პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და საერთო ჯამში, დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ილია დარჩიაშვილმა მხარეებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღევანდელი მოლაპარაკებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამეზობლო სამშვიდობო ინიციატივის გაგრძელებაა, რომელიც ღარიბაშვილმა გასული წლის სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ შუამავლის როლი გასულ წელსაც შესრულა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეებისა და ნაღმების ლოკაციების გაცვლის პროცესში ჩაერთო. ეს პროცესი 2021 წლის 12 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე შედგა. მაშინ აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა აღნიშნეს, რომ წარმატებული ჰუმანიტარული პროცესი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევის შედეგი იყო.

 

დატოვე კომენტარი