სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამიში

12:12, 07.12.2025

აშშ-სა და უკრაინას შორის მაიამიში სამდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული დისკუსია რთული იყო, რადგან რუსეთი უკრაინისგან დონბასის იმ ნაწილების დატოვებას ითხოვს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს – მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და შეთანხმებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. თუმცა, ორი ქვეყნის დელეგაციები მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს და უკრაინელ მომლაპარაკებლებს ტელეფონით ესაუბრა და დისკუსიას ხანგრძლივი და არსებითი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს.

მსგავსი