სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამიში
აშშ-ის მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო. „ამერიკის დელეგაციაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი. ეს შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მუშაობს და მადლიერი ვართ პრეზიდენტის კრიტიკული ლიდერობისთვის მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს უიტკოფი.